Tuesday, March 3, 2015

INTEl-ის ტრენინგი


თითქმის ერთი წელია მსურდა INTEL-ის ტრენინგის გავლა. სურვილი უფრო და უფრო მიღრმავდებოდა, რაც ამ ტრენინგის აუცილებლობას -ქეთევან ცერაძის ხელმძღვანელობით, და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ვხედავდი ჩემს სამომავლო პედაგოგიურ საქმიანობაში. განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ქალბატონი ქეთის დიდი ცოდნის რესურსს და თითოეული მსმენელისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას.
 ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთევანს ასეთი უშრეტი ენერგიისა და ძალისხმევისათვის, რომელიც ჩვენი, მსმენელებისთვის არ დაუშურებია, დიდი მადლობა მას ასეთი დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის და მინდა მივულოცო მას დედის დღე. ვუსურვო სულის სიმშვიდე, სიმტკიცე და ყოველივე საუკეთესო ცხოვრებიდან.

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-9 დღე

1) გამეორება;
2) პროექტების პრეზენტაცია;
3) მუშაობა ბლოგში-გვერდები, ვიდეოს ჩასმა;
4) ტრენინგის შეჯამება.

  გავიმეორეთ განვლილი მასალა. ვისწავლეთ გვერდების ჩამატება ბლოგში, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ სასურველი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ჩვენს პროექტს თუ სხვა სახის სასკოლო საქმიანობას. ასევე ვისწავლეთ გვერდის გაჯეტის წაშლა, ჩამატება, გადაადგილება სასურველ ადგილას. ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგში Youtube. com-დან, განთავსება მათი post-ში, ასევე gajet-შიც, მათი წაშლა, ზომების შეცვლა. განვიხილეთ დაწვრილებით picasaweb.com-ი. სურათების ალბომად ჩასმა.
  ტრენინგის კურსის დასასრულს შევაჯამეთ ცხრა დღიანი კურსის  განვლილი მასალა. ავღნიშნეთ თუ რამდენად აუცილებელია ამ კურსის მნიშვნელობა ჩვენი კარიერული წინსვლისთვის, ასევე ამ ტრენინგის მიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუ როგორ უნდა მოვახდინო პროექტის ფასილიტაცია მოსწავლეებთან და განუვითარო მათ XXI საუკუნის უნარ-ჩვევები, საზოგადოებასთან ინტეგრაციაში პროექტების პრეზენტაციების საშუალებით.

Sunday, March 1, 2015

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-8 დღე

1) გამეორება-პროექტის გეგმაზე გადახედვა;
2) ფასილიტაციის რესურსის  შექმნა;
3) პორტფოლიოს გადახედვა-მოწესრიგება;
4) პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე სიის გაჯეტის საშუალებით.

გავიმეორეთ წინა განვლილი მასალა. შევქმენით ფასილიტაციის რესურსები და დავინახეთ მათი აუცილებლობა და მნიშვნელობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში.
მომდევნო ეტაპი იყო-ჩვენი პორტფოლიოს გადახედვა-მოწესრიგება, ასევე ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს ატვირთვა და სიის გაჯეტის დამატება ბლოგში ჩვენი ელექტრონული ფოსტიდან. დავამატეთ ტრენინგის მასალა და განრიგიც.

Saturday, February 28, 2015

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-7 დღე

1) გამეორება;
2) ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება;
3) პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  გავიმეორეთ განვლილი მასალა. გადავხედეთ მოსწავლის ნიმუშს, სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს. განვიხილეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის რუბრიკები და შევინახეთ დამხმარე საქაღალდეში. განვიხილეთ ასევე სასწავლო პროცედურები, რომელიც ვრცლად უნდა გაიწეროს. კერძოდ,

  • საბაზისო ცოდნის შემოწმება და გამყარება;
  • პროექტის გაცნობა-საორგანიზაციო საკითხები;
  • პროექტის მიმდინარეობა (თითოეულმა ჯგუფმა რა გააკეთა...);
  • ნამუშევრის წარდგენა;
  • პროექტის დასკვნითი ნაწილი-შეფასება.

Sunday, February 22, 2015

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-6 დღე

1) წინა მასალის გამეორება;
2)  მოსწავლის პრეზენტაცია;
3) შეფასების რუბრიკები;
4) გეგმების გადახედვა გზამკვლევიდან.

გავიმეორეთ წინა განვლილი მასალა. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია Power-Point-ში, სადაც მოვათავსეთ მოსწავლის მიერ მოძიებული მიზნები, კვლევის შედეგები, საკუთარი იდეები, შეფასებები და პრობლემის გადაჭრის გზები. ასევე გავეცანით შეფასების რუბრიკებს-გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და შევინახეთ სხვადასხვა სასარგებლო შეფასების რუბრიკა შეფასების საქაღალდეში. ეს ყოველივე დამეხმარება რომ გავაცნო მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა გამზადდეს მათ მიერ პრეზენტაცია, გამოუმუშავდეთ თვითშეფასება და როგორ უნდა მოხდეს ჩვენს მიერ მათი საბოლოო შეფასება.

Saturday, February 21, 2015

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-5 დღე

1) გამეორება;
2) საავტორო უფლებები, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები;
3) კომენტარები ბლოგზე;
4) მუშაობა ბლოგში-გაჯეტები(სურათის გაჯეტი, გამოკითხვის გაჯეტი, Html გაჯეტი).

  გავიმეორეთ განვლილი მასალა, დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე. გავეცანით თუ როგორ დავიცვათ ინტერნეტიდან გადმოწერილი საავტორო უფლებები, კერძოდ, რა წყაროები იქნა გამოყენებული, ასევე ინტერნეტ-მისამართები, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება, რომლებსაც გამოვიყენებ შემდგომში ჩემ სამომავლო და მოსწავლეებთან მუშაობაში. შაბლონები APA და URL გავხსენი და შევავსე შესაბამისი ინფორმაციით: ფოტოსურათები, და მოძიებული ვებ-გვერდები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი პროექტების ინფორმაციის მოძიებასა და გამოყენებაში. ვისწავლეთ სხვისი ბლოგების დათვალიერება-დაკომენტარება. გაჯეტების გამოყენება დაგვეხმარა ბლოგის დიზაინის შეცვლაში.

Sunday, February 15, 2015

INTEL-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-4 დღე

1) გავიმეორეთ განვლილი მასალა;
2) გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს: კონკრეტულ სასწავლო მიზნებს სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით;
3) შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა: პროექტის მუშაობის დაწყებამდე-პროექტზე მუშაობის პროცესში-პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ;
4) პროექტის გეგმის მიხედვით ავაწყეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია Power-Point-ში, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი პროექტის წარდგენისას;
5)Blog-ში მუშაობისას ვისწავლეთ Blog-ის წაშლა-აღდგენა, დიზაინის შეცვლა, სურათის ჩასმა: