Tuesday, March 3, 2015

INTEl-ის ტრენინგი


თითქმის ერთი წელია მსურდა INTEL-ის ტრენინგის გავლა. სურვილი უფრო და უფრო მიღრმავდებოდა, რაც ამ ტრენინგის აუცილებლობას -ქეთევან ცერაძის ხელმძღვანელობით, და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ვხედავდი ჩემს სამომავლო პედაგოგიურ საქმიანობაში. განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ქალბატონი ქეთის დიდი ცოდნის რესურსს და თითოეული მსმენელისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას.
 ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთევანს ასეთი უშრეტი ენერგიისა და ძალისხმევისათვის, რომელიც ჩვენი, მსმენელებისთვის არ დაუშურებია, დიდი მადლობა მას ასეთი დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის და მინდა მივულოცო მას დედის დღე. ვუსურვო სულის სიმშვიდე, სიმტკიცე და ყოველივე საუკეთესო ცხოვრებიდან.

No comments:

Post a Comment