Tuesday, March 3, 2015

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-9 დღე

1) გამეორება;
2) პროექტების პრეზენტაცია;
3) მუშაობა ბლოგში-გვერდები, ვიდეოს ჩასმა;
4) ტრენინგის შეჯამება.

  გავიმეორეთ განვლილი მასალა. ვისწავლეთ გვერდების ჩამატება ბლოგში, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ სასურველი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ჩვენს პროექტს თუ სხვა სახის სასკოლო საქმიანობას. ასევე ვისწავლეთ გვერდის გაჯეტის წაშლა, ჩამატება, გადაადგილება სასურველ ადგილას. ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგში Youtube. com-დან, განთავსება მათი post-ში, ასევე gajet-შიც, მათი წაშლა, ზომების შეცვლა. განვიხილეთ დაწვრილებით picasaweb.com-ი. სურათების ალბომად ჩასმა.
  ტრენინგის კურსის დასასრულს შევაჯამეთ ცხრა დღიანი კურსის  განვლილი მასალა. ავღნიშნეთ თუ რამდენად აუცილებელია ამ კურსის მნიშვნელობა ჩვენი კარიერული წინსვლისთვის, ასევე ამ ტრენინგის მიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუ როგორ უნდა მოვახდინო პროექტის ფასილიტაცია მოსწავლეებთან და განუვითარო მათ XXI საუკუნის უნარ-ჩვევები, საზოგადოებასთან ინტეგრაციაში პროექტების პრეზენტაციების საშუალებით.

No comments:

Post a Comment