1) გამეორება;
2) საავტორო უფლებები, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები;
3) კომენტარები ბლოგზე;
4) მუშაობა ბლოგში-გაჯეტები(სურათის გაჯეტი, გამოკითხვის გაჯეტი, Html გაჯეტი).
გავიმეორეთ განვლილი მასალა, დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე. გავეცანით თუ როგორ დავიცვათ ინტერნეტიდან გადმოწერილი საავტორო უფლებები, კერძოდ, რა წყაროები იქნა გამოყენებული, ასევე ინტერნეტ-მისამართები, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება, რომლებსაც გამოვიყენებ შემდგომში ჩემ სამომავლო და მოსწავლეებთან მუშაობაში. შაბლონები APA და URL გავხსენი და შევავსე შესაბამისი ინფორმაციით: ფოტოსურათები, და მოძიებული ვებ-გვერდები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი პროექტების ინფორმაციის მოძიებასა და გამოყენებაში. ვისწავლეთ სხვისი ბლოგების დათვალიერება-დაკომენტარება. გაჯეტების გამოყენება დაგვეხმარა ბლოგის დიზაინის შეცვლაში.
No comments:
Post a Comment