Saturday, February 7, 2015

INTEL-ის სასწავლო კურსის სწავლების პირველი დღე

1) პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს. გავეცანით ასევე ტრენინგის დასახელებას და მიზნობრიობას-ინტელის სასწავლო კურსს, კერძოდ, თუ რატომ და რისთვის დაგვჭირდება ტექნოლოგიები, დავეუფლოთ 21-ე საკუნის უნარ-ჩვევებს, რათა გავამდიდროთ სასკოლო პროექტები სასწავლო პროცესში, მოსწავლეებში დაინერგება მათი აუცილებელი გამოყენების აუცილებლობა.
2) მომდევნო ეტაპი იყო გზამკვლევის, იგივე სახელმძღვანელოს გაცნობა, რისი დახმარებითაც გადავედით სარჩევზე და ავირჩიეთ  ჩვენთვის სასურველი სხვადასხვა დოკუმენტი.
3) ამის შემდეგ მოხდა საქაღალდის, იგივე პორტფოლიოს შექმნა.ამავე საქაღალდეში განვახორციელეთ ასევე 7 ქვესაქაღალდის შექმნა.
4) მომდევნო ეტაპი იყო მიმდინარე კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა.
5) გავეცანით, მოვისმინეთ და ვნახეთ ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერ შექმნილი პროექტები.
6) შევქმენით საკუთარი ბლოგი, სადაც განვათავსეთ ზემოთ ჩამოთვლილი რეფლექსია. შევაჯამეთ ჩვენი პირველი დღის მიმდინარეობა.

No comments:

Post a Comment