Sunday, February 22, 2015

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-6 დღე

1) წინა მასალის გამეორება;
2)  მოსწავლის პრეზენტაცია;
3) შეფასების რუბრიკები;
4) გეგმების გადახედვა გზამკვლევიდან.

გავიმეორეთ წინა განვლილი მასალა. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია Power-Point-ში, სადაც მოვათავსეთ მოსწავლის მიერ მოძიებული მიზნები, კვლევის შედეგები, საკუთარი იდეები, შეფასებები და პრობლემის გადაჭრის გზები. ასევე გავეცანით შეფასების რუბრიკებს-გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და შევინახეთ სხვადასხვა სასარგებლო შეფასების რუბრიკა შეფასების საქაღალდეში. ეს ყოველივე დამეხმარება რომ გავაცნო მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა გამზადდეს მათ მიერ პრეზენტაცია, გამოუმუშავდეთ თვითშეფასება და როგორ უნდა მოხდეს ჩვენს მიერ მათი საბოლოო შეფასება.

No comments:

Post a Comment