Tuesday, March 3, 2015

INTEl-ის ტრენინგი


თითქმის ერთი წელია მსურდა INTEL-ის ტრენინგის გავლა. სურვილი უფრო და უფრო მიღრმავდებოდა, რაც ამ ტრენინგის აუცილებლობას -ქეთევან ცერაძის ხელმძღვანელობით, და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ვხედავდი ჩემს სამომავლო პედაგოგიურ საქმიანობაში. განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ქალბატონი ქეთის დიდი ცოდნის რესურსს და თითოეული მსმენელისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას.
 ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთევანს ასეთი უშრეტი ენერგიისა და ძალისხმევისათვის, რომელიც ჩვენი, მსმენელებისთვის არ დაუშურებია, დიდი მადლობა მას ასეთი დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის და მინდა მივულოცო მას დედის დღე. ვუსურვო სულის სიმშვიდე, სიმტკიცე და ყოველივე საუკეთესო ცხოვრებიდან.

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-9 დღე

1) გამეორება;
2) პროექტების პრეზენტაცია;
3) მუშაობა ბლოგში-გვერდები, ვიდეოს ჩასმა;
4) ტრენინგის შეჯამება.

  გავიმეორეთ განვლილი მასალა. ვისწავლეთ გვერდების ჩამატება ბლოგში, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ სასურველი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ჩვენს პროექტს თუ სხვა სახის სასკოლო საქმიანობას. ასევე ვისწავლეთ გვერდის გაჯეტის წაშლა, ჩამატება, გადაადგილება სასურველ ადგილას. ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგში Youtube. com-დან, განთავსება მათი post-ში, ასევე gajet-შიც, მათი წაშლა, ზომების შეცვლა. განვიხილეთ დაწვრილებით picasaweb.com-ი. სურათების ალბომად ჩასმა.
  ტრენინგის კურსის დასასრულს შევაჯამეთ ცხრა დღიანი კურსის  განვლილი მასალა. ავღნიშნეთ თუ რამდენად აუცილებელია ამ კურსის მნიშვნელობა ჩვენი კარიერული წინსვლისთვის, ასევე ამ ტრენინგის მიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუ როგორ უნდა მოვახდინო პროექტის ფასილიტაცია მოსწავლეებთან და განუვითარო მათ XXI საუკუნის უნარ-ჩვევები, საზოგადოებასთან ინტეგრაციაში პროექტების პრეზენტაციების საშუალებით.

Sunday, March 1, 2015

Intel-ის სასწავლო კურსის სწავლების მე-8 დღე

1) გამეორება-პროექტის გეგმაზე გადახედვა;
2) ფასილიტაციის რესურსის  შექმნა;
3) პორტფოლიოს გადახედვა-მოწესრიგება;
4) პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე სიის გაჯეტის საშუალებით.

გავიმეორეთ წინა განვლილი მასალა. შევქმენით ფასილიტაციის რესურსები და დავინახეთ მათი აუცილებლობა და მნიშვნელობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში.
მომდევნო ეტაპი იყო-ჩვენი პორტფოლიოს გადახედვა-მოწესრიგება, ასევე ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს ატვირთვა და სიის გაჯეტის დამატება ბლოგში ჩვენი ელექტრონული ფოსტიდან. დავამატეთ ტრენინგის მასალა და განრიგიც.